Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: პენსიონერები და შშმ პირები წამლებს ერთ ლარად იყიდიან


ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილება შედის - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად შეეძლებათ.

„დღეიდან არსებული დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად, ყველა ჯგუფს, პენსიონერებს, შშმპ და სხვა პირებს შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა ერთ ლარად. საუბარი არის 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად, მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას, ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრივი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG