Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალური პროკურატურა: დაკავებულია კიდევ ერთი პოლიციელი


საქართველოს პროკურატურამ შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა იარაღის გამოყენებით გადაამეტა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და აქციის ორ მონაწილეს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.

პოლიციელი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალდების მხარე მის პატიმრობას მოითხოვს.

გენერალური პროკურატურის ცნობით, გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს აქციის მონაწილეთ მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG