Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში მომღერლებს მთავრობის უნებართვოდ სიმღერა აუკრძალეს


ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა ხოჟ-ბაუდი დაადევმა ჩეჩენ პოპ-მომღერლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში გახდნენ პოპულარულები, აუკრძალა როგორც სიმღერების საჯაროდ გამოქვეყნება, ისე გამოსვლები - მთავრობის ნებართვის გარეშე.

სიუჟეტი დააევისა და მუსიკოსების შეხვედრის შესახებ ჩეჩნეთის სახელმწიფო არხზე გავიდა.

მასში საუბარია, რომ ბოლო დროს, იუტუბზე ყველას შეუძლია განათავსოს საკუთარი შემოქმედება - „ჩეჩნური ტრადიციების გვერდის ავლით“.

შემდეგ კი სიუჟეტში კულტურის მინისტრი დააევი ერთ-ერთ კლიპს უყურებს, უკმაყოფილოა შემსრულებლით და ამბობს, რომ მათი რეპერტუარი კულტურის სამინისტროს სპეციალურ კომისიასთან უნდა შეთანხმდეს.

შემდეგ კი დააევი თავად მომღერლებს ხვდება და ეუბნება, რომ მათი გამოსვლები ჩეჩნეთს გარეთ, ასევე ქორწილებში, სამარცხვინოა. და რომ არ შეიძლება იმღერონ ის, რაც სურთ და ისე, როგორც სურთ.

სიუჟეტის ბოლოს კი მომღერლები კამერის წინ დებენ პირობას, რომ აღარ იმღერებენ ასეთ სიმღერებს.

XS
SM
MD
LG