Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში გაიმართება „წიგნის დღე“


თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ, ოთხშაბათს „წიგნის დღით“ განახლდება ანტისაოკუპაციო აქცია.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციას შეუერთდება რამდენიმე გამომცემლობა, ხოლო აქციის რიგით მონაწილეებს შეუძლიათ, პარლამენტთან მიიტანონ წიგნები, რომლებიც გაიყიდება და შესული ფული გადაირიცხება აქციის ორგანიზებისათვის გამოყოფილ ანგარიშზე.

აქციის მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG