Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს ულოცავენ


ურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს გერმანელ პოლიტიკოსს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.

„გულითადად ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას. საქართველო თქვენში ხედავს ევროპას, რომელიც ყველას გვჭირდება. მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში ჩვენს სამუშაო ურთიერთობებს“ - წერს ტვიტერზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ტვიტერზე გამოქვეყნებულ მილოცვაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხაზს უსვამს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი ქალი პრეზიდენტია. „მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის და საქართველოს კავშირების შემდგომი განმტკიცების და ჩვენს ურთიერთობებში დიდი მიზნების მისაღწევად“ - წერს მამუკა ბახტაძე.

16 ივლისს, ევროპარლამენტმა 383 ხმით 327-ის წინააღმდეგ ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩია გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ის ახალ თანამდებობას ოფიციალურად 1 ნოემბრიდან დაიკავებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს, ჟან-კლოდ იუნკერს, რომელიც ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს 2014 წლის 1 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG