აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მეხუთე წლისთავზე, დაღუპულთა ახლობლები და მათი ქვეყნების საელჩოები პატივს მიაგებენ კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.
ავიალაინერი 2014 წლის 17 ივლისს ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით, როცა ის „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე - ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტები აკონტროლებენ.
დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი.
დაღუპულთა ნახევარზე მეტი ნიდერლანდელი იყო. ამ ქვეყანაში 16 ივლისს გაიმართა კონფერენცია ავიაკატასტროფის შესახებ. სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ავიალაინერი უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შესულმა „ბუკმა“ ჩამოაგდო.