Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო, რა მოხდა 20-21 ივნისის ღამეს


შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილს მან მეორე დღეს უამბო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმირების დროსთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მინისტრს შეკითხვა დაუსვეს 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის შემდეგ.

„მეორე დღეს... დრო არ მახსოვს... მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

17 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა სისულელე უწოდა გავრცელებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ბრძანება, შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

"ეგეთ სისულელეს მარტო „ნაცები“ თუ იტყვიან, პრინციპში... როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი..." - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა ბათუმში, „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG