Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციების 28-ე დღეს რუსთაველზე წიგნები იყიდება


პარლამენტის წინ განახლდა აქცია შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

17 ივლისს აქციას პარლამენტის წინ რამდენიმე წიგნის მაღაზია და გამომცემლობა შეუერთდა. ორგანიზატორების თქმით, გაყიდული წიგნების რამდენიმე პროცენტი აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე გადაირიცხება.

დღეს აქციის 28-ე დღეა. 17 ივლისს შუადღეს აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი შსს-თან გამართეს და იქ დახვრეტილსამიზნიანი პლაკატები მიიტანეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, ამ აქციას ზურგს უმაგრებს მთელი საქართველო და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია. და ისინი პარლამენტის წინ დარჩებიან მათი ბოლო და ერთადერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG