Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა გიგაური: იმედია, გამოძიება მზადაა დააყენოს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც


„გამოძიება მზად უნდა იყოს, პასუხისგებაში მისცეს თანამდებობის პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, ვინც უნდა იყოს ის“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა გიგაურმა ასევე განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა პროცესში არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე.

ეკა გიგაურის აზრით, დღეს მთავარი შეკითხვა არის დადგება თუ არა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა:

დღეს რასაც ვხედავთ, პასუხისმგებლობა გადადის რიგით პოლიციელებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება არის მზად იმისთვის, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს იმიტომ, რომ როგორც დაკითხულების ინფორმაციიდან ჩანს, კონკრეტულ პოლიციელებს ჰქონდათ კონკრეტული ბრძანებები“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG