Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს სასამართლოში გამოკითხავენ


გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხავენ ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გრიგოლ ვაშაძეს. მას გამომძიებლები შეკითხვებს დაუსვამენ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

ვაშაძე გამოიკითხება შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მონაწილეობას. გამოძიების საგანია რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის დროს პარლამენტში შეჭრის მცდელობა და სამართალდამცავებზე ძალადობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოსაკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა, გრიგოლ ვაშაძემ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ბრალდებით, შსს-ს მიერ პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG