Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მე ამას არ შევეგუები


„ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს „რუსთავი 2“, ახლა ივანიშვილს მიაქვს“, - აცხადებს 18 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის მოვლენებთან დაკავშირებით და ყველას მოუწოდებს მობილიზაციისკენ.

სააკაშვილის სიტყვებით, ის არ აპირებს ამასთან შეგუებას და საქართველოს მოსახლეობასაც იგივეს მოუწოდებს. მისი სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილი „საქართველოს კლავს“, რასაც ხალხი არ უნდა შეეგუოს.

„აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG