Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატამ დაბლოკა არაბული ქვეყნებისათვის 8 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიწოდება


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის 8 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიწოდების დაბლოკვას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვეტოს გამოიყენებს წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

ივნისში სენატმა დაამტკიცა 22 რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება ტრამპის გეგმას, არაბ მოკავშირეებს იარაღი მიჰყიდოს კონგრესის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად.

18 ივლისს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 22-დან სამი რეზოლუცია. მათი მეშვეობით შესაძლებელია, დაიბლოკოს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისათვის კომპანია „რეითეონის“ (Raytheon) ნაწარმის - მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის მიყიდვა.

მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა თავიდან აეცილებინა შეიარაღების გაყიდვის დაბლოკვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი რეაგირებს საფრთხეზე, რომელსაც საუდის არაბეთს უქმნის მისი ისტორიული მეტოქე, ირანი.

XS
SM
MD
LG