Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია დირექტორი კომპანიისა, რომლის მშენებარე ობიექტზე მოზარდი მუშა დაიღუპა


შსს-ს ცნობით, დაკავებულია სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ.

სწორედ ამ კომპანიის სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული მოზარდი მუშა (2003 წელს დაბადებული გ.ბ.), რომელსაც 16 ივლისს ბაგირი გაუწყდა, ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის დირექტორი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N 29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG