Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის გენდირექტორის ვერდიქტიც იყო


იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ ვერდიქტად აფასებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მასში პირდაპირ წერია, რომ „ნიკა გვარამია გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას“.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

"ცალკეულ პარაგრაფებში შეფასებულია, მაგალითად, მისი ისეთი გამონათქვამები, როგორიც არის ზონდერმოსამართლე, დაქირავებული ზონდერი, გოიმი, მანქურთი, მანტიაში გახვეული მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო მონა, ჯიბის მოსამართლე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაწვრილებით განხილული და დასკვნა არის გაკეთებული, რომ ეს ადამიანი, „რუსთავი 2“-ის დირექტორი, გასული იყო კრიტიკის ზღვარს მიღმა და მიზნად ისახავდა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციას. ეს წერია პირდაპირ შავით თეთრზე, ამიტომ ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს არის გენდირექტორის შესახებ ვერდიქტი“,- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტმა "იმედთან" საუბარში ისიც თქვა, რომ ახალი მესაკუთრის გადაწყვეტილება იყო, თუ როდის დაარეგისტრირებდა კომპანიას და ეს, წულუკიანის განცხადებით, მათზე დამოკიდებული არ ყოფილა.

„ახალმა მესაკუთრემ, ალბათ, იმ მწარე გაკვეთილიდან გამომდინარე, რომ წინაზე სტრასბურგის შეჩერებამ მოუსწრო და რეგისტრაცია ვერ მოასწრო, დღეს იჩქარა. ეს არც საკრიტიკო მგონია, არც დასაწუნებელი და არც მოსაწონებელი. ეს არის მისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება სისწრაფეს, ეს თეა წულუკიანის თქმით, გამართული სისტემის შედეგია და თუ ნიკა გვარამიაც გადაიხდის 200 ლარს, ისიც შეძლებს კომპანიის ერთ დღეში დარეგისტრირებას.

XS
SM
MD
LG