Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის ოფისში ახალი დირექტორი შეხვედრებს მართავს


პაატა სალია
პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი დირექტორი, პაატა სალია, რომელიც სამსახურში დილიდან მივიდა, ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, თამილა გველესიანს ხვდება.

პაატა სალია უკვე შეხვდა ტელეკომპანიის ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ნიჟარაძეს. მათ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.

„მას აინტერესებს არხის ფინანსური მდგომარეობა და ცხადია, დროთა განმავლობაში მას ექნება ეს ინფორმაცია“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც თავად „რუსთავი 2“ იუწყება, სალია ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდება.

პაატა სალიამ კი განაცხადა, რომ მან ჯერ ძირითად პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები უნდა გაიცნოს, ასევე გაეცნოს ყველა პროცესს.

„მე მაქვს ჩემი ვალდებულებები, რომელსაც თავი უნდა გავართვა“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს „რუსთავი 2“-ში არ მისულა.

XS
SM
MD
LG