Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი პრემიერს: ზეიმობთ ნიკა გვარამიას წასვლას?


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

„ჩვენ ვზეიმობთ ქართველი სპორტსმენების გამარჯვებას, ქართველი ხელოვანების წარმატებას და მთელი ერი ვიზეიმებთ ერთად, როდესაც დავამარცხებთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - ოკუპაციას და სიღარიბეს“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას, ზეიმობენ თუ არა ნიკა გვარამიას წასვლას.

მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სადაც გაიმართა ბაქოში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონია.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

XS
SM
MD
LG