საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობაზე და მოუწოდა თავის მომხრეებს, ხმა მისცენ პრეზიდენტ ვლადიმრ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“. სააკაშვილმა ამ ცნობის შემცველი ვიდეო მიმართვა გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია დიდხანს ეუბნებოდა მის პარტიას, „ახალი ძალებს მოძრაობას“, უარს რეგისტრაციაზე. ბევრმა პოტენციურმა ამომრჩეველმა ამიტომ არ იცოდა მისი მონაწილეობის შესახებ არჩევნებში. პოლიტიკოსის მოლოდინით, პარტიამ შეიძლება ვერ გადალახოს ხუთ პროცენტიანი ბარერი და ეს ხელს შეუშლის პარტიის პროგრამის განხორცილებას.
„ვიკვეთებით „ხალხის მოსამსახურის“ ელექტორატთან. ჩვენი პროგრამები ერთობ მსგავსია, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ პრეზიდენტის პარტიას, ვფიქრობ, რომ მათ შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ, თუ ვერ გადავლახეთ ხუთ პროცენტიანი ბარიერი, პროცენტები, რომლებსაც მივიღებთ, „ხალხის მსახურისთვის“ წართმეული პროცენტები იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმრ ზელენსკიმ პარლამენტის - ვერხოვნა რადას - დაშლის შესახებ განაცხადა თანამდებობაზე მოსვლის ცერემონიაზე. მისი განცხადება წარუმატებლად იქნა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამაორთლოში.
უკრაინაში ვადამდელი არჩევნები კვირას, 21 ივლისს იმართება. ჯგუფ " "რეიტინგის" გამოკითხვებით, რომლებიც 18 ივლისს გამოქვეყნდა, ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს ხუთი პარტია და შანსი აქვს - ორს. ხმების ნახევარზე მეტზე პრეტიენზიას აცხადებს „ხალხის მსახური“. სააკავშილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას", ამ გამოკითხვით, ხმების 0,6 პროცენტს უწინასწარმეტყველებდნენ.