Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დემონსტრანტები მხარდაჭერას უცხადებენ ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, რომლებიც არ დაუშვეს კენჭისყრაზე


მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე 20 ივლისს იმართება ხელისუფლებასთან შეთანხმებული დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც უარი უთხრეს ქალაქის საბჭოს არჩევნებში რეგისტრაციაზე.

მოსკოვის საქალაქო საბჭოს ათეულობით ოპოზიციურმა და დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა ადრე, რომ მათ პოლიტიკური მიზეზებით არ მისცეს ნება არჩევნებში მონაწილეობისა. უმეტეს შემთხვევაში საქმე ეხება საარჩევნო კომისიის უარს, მიიღონ წამოყენებული პირის მომხრე ამომრჩეველთა ხელმოწერები.

ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა ხელისუფლების ნებართვის გარეშე საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეები, არარეგისტრირებული კანდიდატების მხარდამჭერები, პოლიციამ განდევნა. მოსკოვის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ არჩევნებზე უკანონო ზეწოლა ხდება. კრემლმა განაცხადა, რომ არ ჩაერევა ვითარებაში.

მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. აირჩევენ 45 დეპუტატს ერთმანდატიანი ოლქებიდან. არასაპარლამენტო პარტიებიდან კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საჭირო იყო რამდენიმე ათასი იმ ამომრჩეველის ხელმოწერა, რომლებიც შესაბამის ოლქში არიან რეგისტრირებული. თავისი კანდიდატები არ წარუდგენია სავარაუდოდ, პარტიის დაბალი რეიტინგის გამო, „ედინაია როსიას“. მისმა ყველა კანდიდატმა თვითონ წამოაყენა თავისი კანდიდატურა.

მათ შორის, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, არიან მოსკოველი დეპუტატები, ილია იაშინი და იულოია გალიამინა, ასევე კოპუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები ლიუბოვ სობოლი და ივან ჟდანოვი, პოლიტიკოსები დმიტრი გუდკოვი და სერგეი მიტროხინი.

XS
SM
MD
LG