თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.
პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 20 ივნისიდან იმართება.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას მონაწილეები 20 ივლისს კონცერტით გაგრძელდა. „სირცხვილიას“ მონაწილეთა მოთხოვნად რჩებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა. აქციის თითოეულ მონაწილეს აღმართული ჰქონდა ფურცელი თავისი რიგითი ნომრის მიხედვით.
აქციამდე თბილისში პოსტერები გავრცელდა. „სირცხვილიას“ პოსტერებზე გამოსახური არიან ცალ თვალზე ხელაფარებული პირები. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროტესტი არ დასრულდება, ვიდრე თანამდებობას არ დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
ორშაბათიდან საპროტესტო გამოსვლის ფორმა კვლავ შეიცვლება.
აქციის ორგანიზატორებმა რადიო თავისულების კორესპონდენტს უთხრეს, რომ 21 ივლისთვის პარლამენტის წინ მცირე ბაზრობა გაიმართება.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან მთავარი - 2020 წლის საპარლამენტო არჩენების პროპორციული სისტემით ჩატარება, შესრულდა.
პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას" ევროპული საქართველოს" პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდნენ.
დღის განმავლობაში პარლამენტის შენობასთან პოლიციის ძალები განთავსდენ.