Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიმართა აქცია ლოზუნგით: „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე"


"გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე",- ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თანახმად, ცათამბჯენების მშენებლობით ქალაქის ისტორიული იერსახე დაიკარგება. აქციის მონაწილეებმა პროექტის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. აქციის მონაწილეების მოითხოვნა ასეთია : „ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას!“ - ნათქვამია საზოგადოება „ბათომის“ განცხადებაში.

ძველი ბათუმის სანაპიროზე რივიერად წოდებული ტერიტორია კომპანია „სილქ როუდ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით. ამ პროექტს, აქტივისტების ხმაურიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, 16 ივლისს მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ და კომპანიამ საქმის წარმოება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG