Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შაბათის კურიერის" წამყვანი: არ ვიცი გადაცემა უკანასკნელია, თუ ის გაგრძელდება


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პოპულარული გადაცემის, "შაბათის კურიერის" წამყვანმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ მაყურებელს ტრადიციული მონოლოგით მიმართა და კომპანიის მფლობელის და გენერალური დირექტორის შეცვლის ფონზე განაცხადა, რომ ეს, შესაძლოა, ამ გადაცემის უკანასკნელი გამოშვება იყოს.

"დღეს ახალი რეალობის წინაშე ვართ. ტელევიზიას ჰყავს ახალი მფლობელი. არის ძალიან დიდი რისკი, რომ თავისუფლების ფანჯარს აქ, უბრალოდ, დაგვიხურავენ. ახლა პირდაპირ ეთერში ვარ და პირველად არ ვიცი, როდის შევძლებ თქვენთან ისევ შეხვედრას. ეს არის უკანასკნელი 'შაბათის კურიერი', ერთ-ერთი ბოლო, თუ ეს გადაცემა გაგრძელდება" - ამბობს მელაძე.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG