Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს


დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს.

ვანო ზარდიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს 23 ივლისს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ვირთხას შეადარა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა და მას ე.წ.ვირთხა უწოდა.

“ეკა ბესელია არის ე.წ. ვირთხა, რომელსაც ნოდარ მელაძესთან [რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი] გაჰქონდა ინფორმაცია”, - თქვა ვანო ზარდიაშვილმა.

ეთიკის საბჭოს პირველი სხდომა, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდგომ გაიმართება.

XS
SM
MD
LG