Accessibility links

site logo site logo

პაკისტანის პრემიერი აცხადებს, რომ შეეცდება თალიბანის დაყოლიებას ქაბულთან მოლაპარაკებაზე


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი აცხადებს, რომ თალიბანის წარმომადგენლებს შეხვდება და შეეცდება ექსტრემისტული ჯგუფის დარწმუნებას ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების გამართვაზე, თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით.

"შევხვდები თალიბანს და ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ისინი ავღანეთის მთავრობას დაელაპარაკონ" - განაცხადა ხანმა 23 ივლისს ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სტუმრობისას.

22 ივლისს ხანმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართა მოლაპარაკება თეთრ სახლში, 23 ივლისს ხანი შეხვდა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ისლამაბადი ავღანეთის კონფლიქტის გადაჭრის პროცესს დახმარებას გაუწევს.

აშშ-მა და თალიბანმა სექტემბრის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკების რვა რაუნდი გამართეს ყატარში. ორივე მხარე იუწყებოდა პროგრესის შესახებ შესაძლო ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომელიც კონცენტრირებული უნდა იყოს აშშ-ის დაპირებაზე, რომ გაიყვანს ჯარს, თუკი თალიბანი იტყვის, რომ არ დაუშვებს ავღანეთის გამოყენებას ტერორიზმის ბაზად. თალიბანი უარს აცხადებს პირდაპირ მოლაპარაკებაზე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობასთან, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG