Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის „საბურთალო“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა


საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად გახსნა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 23 ივლისს თბილისში უმასპინძლა ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ და 0:2 წააგო.

მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრა ზაგრებში 30 ივლისს გაიმართება და ხორვატები „საბურთალოს“ ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდებიან. უეფამ „დინამო“ გულშემატკივრების დისციპლინარული დარღვევების გამო დასაჯა.

ორი თამაშის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად გააგრძელებს ბრძოლას, დამარცხებული კი ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ევროპა ლიგაზე, გადაერთვება.

XS
SM
MD
LG