Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი კვლავ დააკავეს


მოსკოვში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ ვიდეო ინფორმაცია ნავალნიმ გამოაქვეყნა „ინსტაგრამში“, სადაც აღნიშნავს, რომ გარეთა გამოვიდა სარბენად და ცოლისთვის ყვავილების საყიდლად, გარეთ კი მას პოლიციის სპეცდანიშნულების მებრძოლებით სავსე ავტობუსი ელოდა.

პოლიტიკოსი გადაყვანილია მოსკოვის ერთ-ერთი რაიონული პოლიციის შენობაში.

მისი ადვოკატის თქმით, ნავალნის ედავებიან საჯარო ღონისძიების გამართვის დადგენილი წესის ხელმეორედ დარღვევას, თუმცა, უცნობია, თუ რომელ აქციას უკავშირდება ეს დაკავება.

მანამდე ნავალნი გამოვიდა მოწოდებით,27 ივლისს მოსკოვის მერიის შენობის წინ მასობრივი მიტინგის ჩატარების შესახებ, რათა დამოუკიდებელ კანდიდატებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში.

XS
SM
MD
LG