Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უარყოფს, რომ „ღრმა სინანული“ გამოთქვა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევისათვის


სამხრეთი კორეა, 2019 წლის 24 ივლისი: სეულის რკინიგზის სადგურში ერთ-ერთი მგზავრი უყურებს ტელეგადაცემას სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის შეჭრის შესახებ
სამხრეთი კორეა, 2019 წლის 24 ივლისი: სეულის რკინიგზის სადგურში ერთ-ერთი მგზავრი უყურებს ტელეგადაცემას სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის შეჭრის შესახებ

რუსეთი უარყოფს, რომ „ღრმა სინანული“ გამოთქვა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცეში მისი სამხედრო თვითმფრინავის შეჭრისათვის.

მანამდე, 23 ივლისს, სამხრეთმა კორეამ გამოაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე ზედიზედ ორჯერ დაარღვია რუსეთის თვითმფრინავმა, რის გამოც სეულს მოუხდა საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა და გამაფრთხილებები გასროლის განხორციელება.

საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი“ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, მოკოვის განმარტებით, ინციდენტის მიზეზი იყო ტექნიკური პრობლემა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რუსეთმა აღნიშნა, რომ მისი თავდაცვის სამინისტრო დაუყოვნებლივ დაიწყებს გამოძიებას და გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს.

ხოლო სამხრეთ კორეის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იონ სან-ჰიუნის განცხადებით, რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მაქსიმ ვოლკოვმა „სინანული“ გამოთქვა.

ამის შემდეგ სეულში რუსეთის საელჩომ სასწრაფოდ უარყო, რომ მოსკოვმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში ინციდენტის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG