აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი უპასუხებს კონგრესმენების შეკითხვებს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების თაობაზე.
მისი გამოსვლა წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევს.
მიულერმა სამი თვის წინ წარმოადგინა თითქმის ორწლიანი გამოძიების შედეგები, რომლებიც ადასტურებს აშშ-ის დაზვერვის სააგენტოების დასკვნას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
მიულერი წარდგება წარმომადგენელთა პალატის ჯერ იურიდიული კომიტეტის, შუმდეგ კი დაზვერვის კომიტეტის წინაშე.