Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაშკენტმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც არ დასტურდება ცნობა თურქმენი ლიდერის გარდაცვალების შესახებ


უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი (მარცხნივ) და თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი
უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი (მარცხნივ) და თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი

უზბეკეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი 24 ივლისს ტელეფონით ესაუბრა უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზიოევს მისთვის დაბადების დღის მისალოცად.

ეს განცხადება არის პირველი დამოუკიდებელი ცნობა ბერდიმუხამედოვის საქმიანობაზე მას შემდეგ, რაც 21 ივლისს სოციალურ ქსელებსა და რუსეთის მედიაში გამოჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაცია თურქმენი ლიდერის გარდაცვალების შესახებ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები თურქმენეთს მოიხსენიებენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და რეპრესიულ რეჟიმად. ასეთ ვითარებაში ხშირად ვრცელდება ჭორები და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს არ ეძლევათ ინფორმაციის შემოწმების შესაძლებლობა ტყუილისა და მართლის გასარჩევად.

ბერდიმუხამედოვი საჯაროდ არ გამოჩენილა 5 ივლისიდან - მიუხედავად იმისა, რომ 6 ივლისს აშხაბადს ესტუმრა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი.

თურქმენეთში პრეზიდენტის პიროვნების კულტია და სახელმწიფო მედია, ჩვეულებრივ, ვრცლად აშუქებს ბერდიმუხამედოვის ყოველდღიურ საქმიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG