Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ჯაფარიძე: ბანკს საფრთხე არ ემუქრება, ნამდვილად არ ემუქრება


„ეს არის ჩემი და მამუკას მიმართ პირადი დევნის გაგრძელება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ეს დევნა ზიანს აყენებს, როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.

„დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება - ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG