Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში პოლიციელები დაშავდნენ ტაჯიკეთის საზღვართან მოსახლეობასთან დაპირისპირებისას


2019 წლის 24 ივლისი: ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ორი ქვეყნის საზღვართან
2019 წლის 24 ივლისი: ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა ორი ქვეყნის საზღვართან

სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ბატკენის რეგიონში, რომელიც ტაჯიკეთს ესაზღვრება, სამი პოლიციელი დაშავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეტაკებებისას მაშინ, როცა ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები შეხვედრას მართავდნენ. შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ამავე რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის ინციდენტს.

პოლიციის ცნობით, 24 ივლისს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ სცადა ხელი შეეშალა ადგილობრივი მოსახლეობის მცდელობისათვის, გადაეკეტა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სოფლების დამაკავშირებელი გზა.

ადგილობრივი მოსახლეობა ჯოხებითა და ქვებით შეესია პოლიციას, რომელმაც, თავის მხრივ, გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენა ბრბოს დასაშლელად.

ყირგიზეთის პოლიციის განცხადებით, ამასობაში, ვითარების სტაბილიზაცია მოხერხდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან.

22 ივლისს ტაჯიკმა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადება ყირგიზებთან დაპირისპირებისას ერთი ტაჯიკის დაღუპვისა და შვიდის დაჭრის შესახებ. ყირგიზებმა სანადირო თოფებიდან ისროლეს შეტაკების დროს, რომელიც მოჰყვა ტაჯიკი მოქალაქეების მცდელობას, ტაჯიკეთის ეროვნული დროშა აღემართათ ისფარა-ვორუხის გზაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG