Accessibility links

რობერტ მიულერი საჯაროდ პასუხობს კონგრესმენების შეკითხვებს არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაზე


ვაშინგტონი, 2019 წლის 24 ივლისი: რობერტ მიულერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში

აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აცხადებს, რომ კონგრესის საკომიტეტო მოსმენაზე ჩვენების მიცემისას შემოიფარგლება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ თავისი ანგარიშის საჯარო ვერსიით.

მისი განმარტებით, მიზეზია ის, რომ დამატებითი ინფორმაციის გამხელამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამჟამად მიმდინარე გამოძიებას.

მიულერი კონგრესმენებს საჯაროდ აძლევს ჩვენებას რუსეთის ჩარევის შესახებ თავისი ორწლიანი გამოძიების შედეგებზე.

მიულერის გამოსვლა წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევდა.

დღევანდელ ჩვენებაზე გაკეთებულ განცხადებებს შორისაა, მაგალითად, ის, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის იყო „126 კონტაქტი“. ამასთან, მიულერის ანგარიშის თანახმად, გამოძიებამ ვერ მიაკვლია რუსეთთან ტარმპის შტაბის შეთანხმების მტკიცებულებებს.

მიულერმა სამი თვის წინ წარმოადგინა თითქმის ორწლიანი გამოძიების შედეგები, რომლებიც ადასტურებს აშშ-ის დაზვერვის სააგენტოების დასკვნას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG