Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიულერი: პრეზიდენტობის დროს ტრამპის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება გამოძიებისთვის ხელის შეშლის გამო


რობერტ მიულერმა, რომელიც იკვლევდა აშშ-ში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას, კონგრესის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დასკვნები არ ათავისუფლებს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალდებებისგან.

24 ივლისის მოსმენებისას, რომლის ფონია ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ყოფილმა საგანგებო პროკურორმა თქვა, რომ პრეზიდენტი შეიძლება პასუხისგებაში იქნეს მიცემული მას მერე, როცა დატოვებს პრეზიდენტის პოსტს.

„არა, პრეზიდენტი არა არის გამართლებული“ - თქვა მიულერმა წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე, როცა დემოკრატმა კანონმდებლებმა ჰკითხეს, იყო თუ არა ტრამპი „სრულიად“ რეაბილიტირებული, რასაც ამტკიცებს პრეზიდენტი ტვიტერზე მარტში გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

დემოკრატმა კანონმდებლებმა მიულერს ჰკითხეს: სიმართლე იყო თუ არა ის, რომ ტრამპი შეიძლება პასუხისგებაში მისცენ გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, როცა ის დატოვებს პრეზიდენტის ოფისს, მიულერმა უპასუხა,„დიახო“.

მიულერმა თქვა ასევე, რომ ტრამპის გარემოცვას რუსეთთან ჰქონდა „126 კონტაქტი“, თუმცა ანგარიშში წერია, რომ გამოძიებამ ვერ ნახა პრეზიდენტის შტაბის რუსეთთან შეთქმულების დამამტკიცებელი საბუთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG