Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ოპოზიციონერ ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის სასამართლომ


მოსკოვის სიმონოვის რაიონის სასამართლომ პოლიტიკოსს და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელს, ალექსეი ნავალნის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა საჯარო ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევის ბრალდებით.

ნავალნის ბრალად დასდეს არასანქცირებული აქციაში მონაწილეობისკენ მოწოდება. აქცია მოსკოვის დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაშვებას ეძღვნებოდა.

ოპოზიცინერმა კანდიდატებმა ამ აქციის მოწყობა განიზრახეს ამომრჩევლებთან შეხვედრის ფორმით 27 ივლისისთვის და მოუწოდეს მათ, მისულიყვნენ მოსკოვის მერიასთან. როგორც სასამართლომ დაადგინა, ნავალნისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გახდა მისი პოსტები ფეისბუკით და ვიდეო, სადაც ის, ვითომ მოუწოდებდა მოსკოველებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ აქციაში.


ამ დროს საქმე ეხება ვიდეოს, რომელიც მან გადაიღო პოლიციის განყოფილებაში, მისი დაპატიმრების შემდეგ, სადაც ცოლს დაბადების დღეს ულოცავდა. ნავალნის თქმით, ის პირველად ხედავს ბრალდების ასეთ „სასაცილო“ დამამტკიცებელ საბუთს, რომლის გამო მოსამართლეც კი შეწუხდა ცოტა ხნით. ნავალნიმ განაცხადა, რომ არავისთვის არაფრისკენ ამოუწოდებია.

ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ნავალნის დაპატიმრების ცნობა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ გვერდზე გამოქვეყნდა განაჩენის გამოტანამდე ორი საათით ადრე.

ნავალნისთან ერთად დააპატიმრეს სხვა ოპოზიციონერებიც, რომლთაც სხვადასხვა ვადით ხანმოკლე პატიმრობა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG