Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი მერიაში წასვლას აპირებს


მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა უარი უთხრეს მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე, ის მერიაში აპირებს წასვლას.

როგორც სამართალდამცავებმა განუცხადეს მალხაზ მაჩალიკაშვილს, მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, კერძოდ ფილების გამოცვლას და ამის გამო, ის კარავს ვერ გაშლის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის თბილისის მერიისგან მოითხოვს დამადასტურებელ საბუთს, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის იგეგმება პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

მისივე თქმით, როგორც კი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, მაშინვე დაშლის კარავს რეაბილიტაციის დასრულებამდე.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომენტარს აღნიშნულ საკითხზე ცოტა ხანში გააკეთებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG