Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ამზადებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ


კიევი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობა
კიევი, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობა

უკრაინის მთავრობა აპირებს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რის შემდეგაც სანქციების შესახებ წინადადებით მიმართეს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს.

ახალი ზომები შეეხება იურიდიულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ კრასნოდარის მხარიდან ყირიმში გაზსადენის მშენებლობასა და ნახშირწყალბადების უკანონოდ მოპოვებაში.

სანქცირებულთა სიაში შევა რუსეთში დარეგისტრირებული 24 კომპანია. ამასთან, მთავრობის წინადადებით, სანქციები უნდა შეეხოს ჩინეთში, თურქეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში დარეგისტრირებულ საწარმოებსაც.

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარების გამო, უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების რამდენიმე წყება დაუყენეს რუსეთს.

მოსკოვი უარყოფს სეპარატისტების დახმარების ბრალდებას.

XS
SM
MD
LG