Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის სამშვიდობო პროცესის მიუხედავად, თავდასხმებისას მოკლეს 50-მდე ადამიანი


ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან 2019 წლის 25 ივლისის აფეთქებების შემდეგ
ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან 2019 წლის 25 ივლისის აფეთქებების შემდეგ

ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა თავდასხმებმა, რომლებიც ეწყობა სამშვიდობო პროცესის ბოლოდროინდელი გააქტიურების მიუხედავად.

25 ივლისს ქაბულში სამმა აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი და ხუთი ქალი. ერთ-ერთ აფთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, თავდასხმა მიმართული იყო „უცხოელი დამპყრობლების“ წინააღმდეგ.

იმავე დღეს ცხრა სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა ქაბულის მახლობლად, ნანგარჰარის პროვინციაში. ხოლო ჩრდილოეთ ავღანეთის პროვინცია ტახარში თალიბების თავდასხმისას მოკლეს, სულ ცოტა, 35 პოლიციელი.

თავდასხმების ამ სერიამდე ერთი დღით ადრე ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, აბდულა აბდულამ განცხადა, რომ თალიბანი შეძლებს 28 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუ დაიწყებს მოლაპარაკებას ავღანეთის მთავრობასთან.

XS
SM
MD
LG