Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეისბუკს რეკორდული ჯარიმა დაეკისრა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვისათვის


აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ხუთი მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა კომპანია ფეისბუკს მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვისათვის. აშშ-თვის ეს რეკორდული ჯარიმაა.

ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, ფეისბუკის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება კონფიდენციალურობის მოთხოვნის შესრულებაზე.

გასული წლის მარტში აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყო სოციალური ქსელის საქმიანობის გამოძიება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“ უკანონოდ იყენებდა ფეისბუკის მომხმარებელთა მონაცემებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს.

მედიაში გამოთქმული ვარაუდით, მონაცემების გამოყენება შესაძლებელი იყო სხვადასხვა კენჭისყრაზე მთელ მსოფლიოში, ბრექსიტზე რეფერენდუმის ჩათვლით.

„კემბრიჯ ანალიტიკამ“ სკანდალის შემდეგ არსებობა შეწყვიტა, ხოლო ცუკერბერგს ორჯერ მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესის საკომიტეტო მოსმენებზე. მისმა კომპანიამ პირობა დადო, რომ გაამკაცრებს მომხმარებელთა მონაცემების დამუშავების წესებს.

XS
SM
MD
LG