Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დააკავა რუსეთის ტანკერი, რომელიც მოსკოვმა უკრაინული გემების ბლოკირებისთვის გამოიყენა


ნავსადგურ იზმაილში დაკავებული ტანკერი ნიკა სპირიტი
ნავსადგურ იზმაილში დაკავებული ტანკერი ნიკა სპირიტი

უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, მან დააკავა რესეთის ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოყენებულ იქნა უკრაინის საზღვაო ფლოტის სამი გემისთვის გზის გადასაღობად, სანამ მათ რუსეთის მესაზღვრეები დააკავებდნენ ყირიმის სანაპიროსთან 24 მეზღვაურთან ერთად.

უწყების განცხადებით, რომელიც მან ფეისბუკით გაავრცელა 25 ივლისს, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა გამოიყენეს ტანკერი სახელწოდებით, „ნეიმა,“ რათა „უკანონოდ გადაეღობათ გზა უკრაინის საზღვაო ფლოტის გემების, ნიკოპოლისა და ბერდიანსკისთვის, ასევე ბუქსირ იანი კაპუსთვის, ქერჩის სრუტეში, სანამ უკანონოდ დააკავებდნენ უკრაინის მეზღვაურებს და გემებს.

განცხადების თანახმად, ტანკერი, რომელსაც მას მერე სახელი ნიკა სპირიტით შეუცვალეს, რუსეთის დროშით შევიდა უკრაინის ნავსადგურ იზმაილში, დუნაის დელტაში, 24 ივლისს. რადიო თავისუფლება გაუკავშირდა უკრაინის უშიშროების სამსხურის წარმომადგენელს, ოლენა ჰიტლიანსკას, რომელმაც თქვა, რომ ჯერ არ შეუძლია გემზე მყოფი პირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება.

25 ნოებერს რუსეთის ძალებმა ჯერ ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ დააკავეს სამი უკრაინული გემი და დააკავეს 24 მეზღვაური, რომლებიც დღემდე რუსეთში არიან, და რომლებსაც ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინის გემები უკანონოდ მივიდნენ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ყირიმთან, რომელიც დე იურე უკრაინის ტერიტორიაა და რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული 2014 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, რუსეთთან მეგობრულად განწყობილი ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნის შემდეგ. ქერჩის სრუტე უკრაინას და რუსეთს ჰყოფს ერთმანეთისგან ყირიმის ნახევარკუნძულთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG