Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიშობენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში 150-მდე მიგრანტი დაიღუპა


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგულია 150 მიგრანტი, რომელიც ნავებით მიეშურებოდა ლიბიიდან ევროპის ნაპირებისაკენ. შიშობენ, რომ ისინი გზაში დაიღუპნენ.

გაეროს 25 ივლისის განცხადებით, კიდევ 150-მდე ადამიანი მეთევზეებმა გადაარჩინეს და სანაპირო დაცვამ ისინი ლიბიაში დააბრუნა.

ლიბიაზე გადის მთავარი მარშრუტი მიგრანტებისათვის, რომლებიც, ძირითადად, საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებიდან ცდილობენ ევროპაში მოხვედრას ტრეფიკერების დახმარებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვაში წელს 426 ადამიანია დაღუპული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG