Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა რომ, 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ზელენსკის პარტიამ


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნების ყველა საარჩევნო ბიულეტენის დათვლის შემდეგ დაადასტურა რომ, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“. შედეგები 26 ივლისს გამოქვეყნდა კომისიის ვებსაიტზე. „ხალხის მსახურს“ 43,16% აქვს. მას დიდად ჩამორჩება მთავარი მეტოქე, პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ – 13,05%. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინამ“ („მამული“) 8,18% მოაგროვა, ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს „ევროპულმა სოლიდარობამ“ კი - 8,1%. ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხა ასევე როკვარსკვლავ სვიტოსლავ ვაკარჩუკის „ჰოლოსმა“ („ხმა“) – 5,8%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონეთა 49,2%-მა.

XS
SM
MD
LG