Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ირანის ხელისუფლებამ გამოცადა საშუალო რადიუსის რაკეტა „შაჰაბ-3“


ირანის ხელისუფლებამ გაუშვა საშუალო რადიუსის რაკეტა „შაჰაბ-3“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა ამერიკის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

პომპეოს თქმით, რაკეტამ თითქმის ათასი კილომეტრი იფრინა ქვეყნის სამხრეთი ნაწილიდან დანიშნულების ადგილამდე თეირანის მახლობლად და არ გასულა ირანის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ თეირანმა საცდელი გაშვება ჩაატარა „რაკეტის სიზუსტის გასაუმჯობესებლად“. ირანის მხარეს არ გაუკეთებია პომპეოს განცხადებაზე კომენტარი.

გასული წლის ბოლოდან იზრდება თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ერთპიროვნულად დატოვა ე.წ. „ბირთვული გარიგება“. ამის შემდეგ ვაშინგტონმა განაახლა ირანის მიმართ სანქციების მოქმედება. ივნისში ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით უარს ამბობს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

XS
SM
MD
LG