Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დვალი: „10 წელი ნოლიდან ვაკეთეთ, სახლიდან მოტანილი ტელევიზორით“


„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელი დავით დვალი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით ფაქტობრივად ერთი კაცის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებულნი, თუმცა, იქვე აცხადებს, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს „საჩუქრის“ სახე.

„ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. 10 წელი ნოლიდან ვაკეთეთ, სახლიდან მოტანილი ტელევიზორით და მაგნიტოფონით. იქ ვცხოვრობდით და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კარგი გამოსულიყო“, - განაცხადა დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძის თქმით კი ისინი მოითხოვენ სამართლიანობას და იმის აღიარებას, რომ თავის დროზე სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პირნათელი იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ტელევიზია წაგვართვეს“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

პარლამენტში „რუსთავი2-ის“ დამფუძნებლებთან დავით დვალთან და და ჯარჯი აქიმიძესთან რუსთავი 2-ის“ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებთ შეხვედრა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG