Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კოჟორიძე: საქართველოში ყველამ იცის ვის წაართვეს „რუსთავი 2“


დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელობასთან დაკავშირებით, იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის დაბრუნება სამართლებლივი გზით საკმაოდ რთული იქნება.

„საქართველოში ყველამ იცის ვის წაართვეს „რუსთავი 2“.ეს ხალხი ხართ თქვენ და თუ ვინმეს უნდა დაუბრუნდეს, უნდა დაგიბრუნდეთ თქვენ. სამართლებრივი გზა რამდენიმეა, მაგრამ ყველას თავისი მინუსი აქვს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა სამართალწარმოებაში არის ის, რომ ხანდაზმულობის ვადა (15 წელი) გასულია. მაგრამ, მისივე თქმით, სამოქალაქო დავის დროს გამონაკლის შემთხვევაში შესაძლო მოსამართლემ ეს ფაქტი დაბრკოლებად არ ჩათვალოს, თუკი გადაწყვეტს, რომ საქმე ამორალურ გარიგებას ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG