Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაპატიმრებული ტანკერის 12 ეკიპაჟის წევრი გაათავისუფლა


ტანკერი MT Riah
ტანკერი MT Riah

ირანმა გაათავისუფლა 12 ინდოელი მეზღვაური, რომლებიც ირანელმა მესაზღვრეებმა 14 ივლისს შეიპყრეს პანამის დროში ქვეშ მცურავი სანავთობე ტანკერის MT Riah-ის ეკიპაჟთან ერთად.

ირანის მიერ, მისი ვერსიით ნავთობის კონტრაბანდით დაკავებული ტანკერის შეპყრობამ, უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ბრიტანეთთან და აშშ-თან და საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო ნაოსნობას სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში.

ინდოეთის მედიის თანახმად, ირანის ტყვეობაში კვლავ იმყოფება 21 ინდოელი მეზღვაური, მათ შორის სამია ტანკერ MT Ria-ის ეკიპაჟიდან 18-ი კი ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „სტენა იმპეროდან“, რომელიც ირანელმა მესაზღვრეებმა გასულ კვირაში შეიპყრეს.

XS
SM
MD
LG