Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

37-ე დღე  - გადაცემა „სირცხვილიას“ თემაა „უსამართლო სასამართლო“


საპროტესტო აქციების 37-ე დღეს, გადაცემა „სირცხვილიას“ თემა იქნება „უსამართლო სასამართლო“.

გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების საქმეებს. პარლამენტის წინ მოწყობილ ინსცენირებულ ტელე-სტუდიაში სტუმრად მივლენ დემონსტრანტების ადვოკატები, ოჯახის წევრები და მეგობრები.

გადაცემის მეორე ნაწილში მიწვეული სტუმრები, იურისტი ანა ნაცვლიშვილი და იუსტიციის უმათლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ისაუბრებენ მოსამართლეების შერჩევის პროცესზე, კლანზე სასამართლო სისტემაში, სასამართლოს პრობლემებსა და ხარვეზებზე.

გადაცემა 20:20 წუთზე იწყება.

ანტისაოკუპაციო აქციების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა

XS
SM
MD
LG