Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ დააკავა აქტივისტები, რომლებიც ფლაიერებს არიგებდნენ


2019 წლის 20 ივლისი, ოპოზიციის მიტინგი მოსკოვში
2019 წლის 20 ივლისი, ოპოზიციის მიტინგი მოსკოვში

მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ფლაიერებს არიგებდნენ და პიკეტს მართავდნენ. ინციდენტი მეტრო "ტრუბნაიასთან" მოხდა. დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.

აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის სხვა რაიონში ერთი აქტივისტის დაკავების შესახებ. როგორც იუწყებიან, ახალგაზრდა ქალი არიგებდა ფლაიერებს მოსკოვში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და აქტივისტების დაგეგმილი მიტინგის შესახებ. ის მალევე გაათავისუფლეს.

ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ მოახლოებულ მუნიციპალურ არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დაშვებას.

თავისუფალი არჩევნების მომხრეთა აქციების დაწყებამდე, მოსკოვში მკვეთრად არიან გააქტიურებული პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები. აკავებენ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

30 დღით არის დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოველებს მოუწოდებდა, მინაწილეობა მიიღონ 27 ივლისის გამოსვლაში.

ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი ლიუბოვ სობოლი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG