Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა მიულოცა ბორის ჯონსონს


ლონდონი, 2019 წლის 23 ივლისი: ბორის ჯონსონი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის სათავო ოფისთან მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერად იქნა არჩეული და მთავრობის მეთაური გახდა
ლონდონი, 2019 წლის 23 ივლისი: ბორის ჯონსონი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის სათავო ოფისთან მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერად იქნა არჩეული და მთავრობის მეთაური გახდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა მიულოცა ბორის ჯონსონს. სატელეფონო საუბრისას, ორმა ლიდერმა იმსჯელა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის ტანკერის დაკავებაზეც.

ტრამპმა 26 ივლისს თეთრ სახლში უთხრა ჟურნალისტებს ჯონსონთან საუბრის შესახებ.

ბრიტანეთის ოფიციალური განცხადებით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთად უნდა იმუშაონ ირანთან დაკავშირებულ პრობლემაზე.

ბრიტანეთ-ირანის ურთიერთობა დაძაბული რჩება მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალებმა 4 ივლისს გიბრალტარის ნაპირებთან დააკავეს ირანის ტანკერი, რასაც 19 ივლისს მოჰყვა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავება ირანის მიერ.

ამასობაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ლონდონი უკვე მუშაობენ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. ამჟამად, ბრიტანეთის სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის წევრობაზეა მიბმული.

ჯონსონი, ისევე როგორც ტრამპი, მტკიცედ ემხრობა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG