Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჩხრეკას უტარებენ ოპოზიციონერებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს


2019 წლის 20 ივლისი, ოპოზიციის მიტინგი მოსკოვში
2019 წლის 20 ივლისი, ოპოზიციის მიტინგი მოსკოვში

პარასკევი საღამოდან მოყოლებული, მოსკოვში ჩხრეკას უტარებენ ოპოზიციონერებსა და საქალაქო დუმის არჩევნებში მონაწილეობის მსურველ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

ოპოზიცია მოსკოვის მერიასთან აპირებს მიტინგის გამართვას საამისო ნებართვაზე ხელისუფლების უარის მიუხედავად. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, როგორც მანამდე პროკურატურამ, მოსახლეობა გააფრთხილა, ნუ მივლენ აქციაზე.

ჩხრეკა ჩაუტარდათ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლევ იაშინს, მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დაურეგისტრირებელ კანდიდატ იულია გალიამინას, პოლიტიკოს დმიტრი გუდკოვსა და მისი საარჩევნო შტაბის წევრებს, აქტივისტ ვადიმ კოროვინს, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" თანამშრომელ რუსლან შავედინოვს და დაკავებული ალექსეი ნავალნის პრესმდივანს, კირა იარმიშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG