Accessibility links

მოსკოვში აქციის დაწყებამდე დააკავეს, სულ ცოტა, 80 ადამიანი


მოსკოვი, 2019 წლის 27 ივლისი

მოსკოვის ცენტრში დაგეგმილი ოპოზიციური მიტინგის დაწყებამდე პოლიციამ დააკავა, სულ ცოტა, 80 ადამიანი.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებას მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის.

რუსეთის დედაქალაქის მერიასთან მდებარე ტვერის ქუჩაზე დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელებმა გადაკეტეს ფეხით სავალი ნაწილი.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, რომ ხალხს თითქმის ყოველ წუთში აკავებენ. მათ შორის, სავარაუდოდ, არიან შემთხვევითი გამვლელებიც. საინფორმაციო საშუალებების თანახმად, პოლიციელები რაციით იღებენ ინსტრუქციას, რომ დააკავონ ყველა გარდა ჟურნალისტებისა.

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაურეგისტრირებელი კანდიდატის დაკავების შესახებაც. მათ შორის არიან „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი.

მანამდე ჩხრეკა ჩაუტარდა მთელ რიგი ოპოზიციონერებს.

მიტინგის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ აქცია კანონიერია, როგორც მოსკოველების შეხვედრა მუნიციპალიტეტის დეპუტატობის კანდიდატებთან.

მიტინგისათვის შერჩეულ ადგილზე დაკავებები დაიწყო მის დაწყებამდე ორი საათით ადრე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG