Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მისი ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია. ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG